„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატების სია წარადგინა


პარტია „ევროპული საქართველო მოძარაობა თავისუფლებისთვის“ დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუატების სია წარადგინა, თუმცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არ არის მაჟორიტარების სრული სია.

თბილისის მაჟორიტარების კანდიდატებიდან ცნობილია: ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი და შალვა შავგულიძე - მთაწმინდა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი.