ესპანეთში საქართღველოს მოქალაქე გარდაიცვალა


ესპანეთში საქართღველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი ყოველდღიურ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კონტაქტში იმყოფებიან.

ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გადმოსვენება განხორციელდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა, რომელიც 3 თვის ორსული იყო, პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

ემიგრანტების ინფორმაციით, ის მოხუცს უვლიდა და მეუღლესთან ერთად იქვე ცხოვრობდა.