ბუსა ჟვანიას ბრალს სამედიცინო დაწესებულებაში წარუდგენენ


ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ.

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მუცლის არეში აქვს ჭრილობა, ცივი იარაღით მიყენებული.
სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში შედგება ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ბრალის წარდგენის პროცედურას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისში გუშინ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.