თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანოები - ნინო ლომჯარია






სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა გააკეთეს წლების განმავლობაში იმისთვის, რომ თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საფრთხეები აღარ არსებობდეს.

"მე ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს საფრთხეები იყოს დაზღვეული. ჩვენ არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები, თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს რას აკეთებს პრევენციისთვის სამართალდამცავი ორგანოები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.