''დამიმტკიცეთ'' - ''ოცნებას'' სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა






''ოცნებას'' სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის არ სჯერა და ამის დასაჯერებლად ფაქტს ითხოვენ.

"არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ეს არის მორიგი კოლუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში. თქვენ ნახეთ?! რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. მორიგი კოლუნადაა", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, დილის საათებში გაავრცელა ვიდეო ბათუმიდა და თქვა, რომ მან პირობა შეასრულა და ის სამშობლოში დაბრუნდა.