უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა - ამირან გამყრელიძე






დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

"უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი ტვინდემია - ტვინინგ იცით რა არის, დატყუპება ანუ. ტვინდემია ანუ დატყუპება ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა, ამიტომ მინდა მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.

თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში ეს მასა, თუ ეს არ იქნა 80% ანუ გადატანილი პლიუს აცრილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი".- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.