მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნოს - გიორგი გელხაური სააკაშვილზე






საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაშიც კი მაქსიმალურად ხელს უშლიან.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე საკანში ტელევიზორი არ აქვს და შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, მას ლეიბსაც არ აძლევენ.

"მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნობს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს, არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს დაწესებულებაში ამ უფლებებით. ამდენი დღე პასუხის გარეშე ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ იმიტომ არ აქვს ტელევიზორი, რომ ის არის მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.