მმართველმა ძალამ ერთი რამ უნდა გაიგოს, რომ ეს კომედია ტრადგიკომედიაში არ გადაიზარდოს - გიორგი გახარია






"საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "კომედია ტრაგიკომედიაში არ გადაზარდოს". ამ ფორმით ის მესამე პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"მმართველმა ძალამ ერთი რამ უნდა გაიგოს, რომ ეს კომედია ტრადგიკომედიაში არ გადაიზარდოს, ეს ტრაგიკომედია უკვე ქვეყანაზე იმოქმედებს მათზე კი არა, მათ რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რომ ჰგონიათ რომ ყველაფერი მოსულა, არაუშავს, ქვეყანა გადაიტანს, ესე არ არის, ესე არ ხდება. ქვეყანა ყოველდღიურად მსგავსი სპექტაკლებით და მასკარადებით ზიანდება. ამ მასკარადების მიზანი კი ძალაუფლების შენარჩუნებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.