უქმდება თუ არა მე-12 კლასი - განათლების სამინისტროს მოულოდნელი განცხადება






12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთადროულად დაამთავრებენ - აღნიშნული ინფორმაცია ბოლო პერიოდში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა შესაძლოა გრიფირება არ გაიაროს. ეს კი ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომელსაც ამ არეულ ქვეყანაში არსებობის უფლება უდავოდ აქვს!

​ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს გადაწყვეტილება - მოხდება ბოლონიის ხელშეკრულების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს; მე-11 და მე-12 კლასელების ერთდროულად გამოშვება უმაღლესებსაც უდიდეს პრობლემას შეუქმნის - ან ადგილები უნდა დაამატონ ან ბარიერი აწიონ; საკითხვია ისიც, რამდენად გაწვდება უმაღლესების რესურსი ამხელა ნაკადს. აღარაფერს ვამბობთ რეპეტიტორებზე, რომლებიც ამხელა მოთხოვნილების გაჩენისთანავე, საკუთარ მომსახურებას იმდენად დიდ ფასს დაადებენ, საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახები ალბათ ვერც შეწვდებიან... ერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემაში მხოლოდ გარდატეხას კი არა, ისეთ ქაოსს გამოიწვევს, მის დალაგებას წლები დასჭირდება (თუ საერთოდ დალაგდა).

ბუნებრივია, სტატიას ისე ვერ გავუშვებდით, პირდაპირ ადრესატთან - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რომ არ გადაგვემოწმებინა, სადაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, არის ტყუილი და მსგავსი არაფერი იგეგმება!

წყარო: etaloni.ge