სპეკულაციებს თაფლის მიღებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილედან პასუხობს






სპეკულაციებს თაფლის მიღებასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილედან პასუხობს. განცხადება მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ეკა ხერხეულიძე, გააკეთა და ის ვითარება, რომელიც შიმშილობის დაწყების შემდეგ რეალურად შეიქმნა:

"ანატომია ამ ამბის ყოფილა ესეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოვო. ამის შემდგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, 7-ად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება" - განაცხადა ხერხეულიძემ.