ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დაწერა






„ჰარი პოტერის“ ავტორმა ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი „საშობაო გოჭი“ დაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ მწერლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზღაპრის მთავარი გმირი ბიჭი სახელად ჯეკია, რომელსაც საყვარელი სათამაშო ეკარგება. მის პოვნაში კი ბიჭს ახალი სათამაშო - საშობაო გოჭი ეხმარება. წიგნი 12 ოქტომბერს გამოვა.